Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოტე კემულარია ხელისუფლებას: თქვენ მუყაოს ვოლსკები ხართ


„მივმართავ ხელისუფლებას, დამშვიდდით, გონს მოეგეთ. გასაგებია, რომ თქვენ ვოსლკები ხართ და არ გეშინიათ, მაგრამ თქვენ ხართ მუყაოს ვოლსკები და ყველამ ვიცით, რომ ქაღალდის მგლების ხელისუფლება მალე ჩამოიშლება“, - ასე მიმართა ხელისუფლებას პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა კოტე კემულარიამ.

„გამარჯვებული საქართველოს“ გუნდი გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მან დაუშვებლად ცნო საჩივარი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეცვლის თაობაზე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი პატიმრობაში დატოვა.

„ხელისუფლებისთვის ვერ გახდა არგუმენტი ის, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები მხოლოდ პოლიციელებმა მისცეს. ივანიშვილმა კი, რომელიც გააცოფა ოქრუაშვილის განცხადებებმა „რუსთავი 2“-ის არჩაქრობის თაობაზე, გაცეცხლებულმა გასცა ოქრუაშვილის დაპატიმრების ბრძანება“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.

„გამარჯვებული საქართველოს“ გუნდი მიმართავს ხელისუფლებას და მოუწოდებს უარი თქვას ძალადობაზე და ეცადოს მშვიდ ვითარებაში მიიყვანოს ქვეყანა არჩევნებამდე.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს. თავად ირაკლი ოქრუაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG