Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური:  „ფრეგოს“ დამფუძნებლებმა ბიუჯეტს 2 837 683 ლარის ზიანი მიაყენეს


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იმყობინება, რომ ნავთობის იმპორტიორი კომპანია „ფრეგოს“ დამფუძნებლებმა თაღლითური სქემით თავი აარიდეს დიდი ოდენობით გადასახადს, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტმა 2 837 683 ლარით იზარალა.

„2019 წლის 27 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დაკავებულ იქნა კვიპროსში რეგისტრირებიული ნავთობპროდუქტების კომპანია „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის მფლობელი გ.თ. და ამავე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვ.ყ. რომლებიც თავის მხრივ, სრულად წარმართავენ საქართველოში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანიების - შპს „ფრეგოსა“ და შპს „გლობალბითუმის“ საქმიანობას", - ვკითხულობთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 2019 წლის 29 ივლისს, გ.თ-ს და ვ.ყ-ს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG