Accessibility links

თამარ ჩუგოშვილი: რუსეთის მიერ ისტორიის შეცვლის მცდელობები შედეგს ვერ გამოიღებს


თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, რუსეთს აქვს ისტორიის შეცვლის მცდელობა, რაც შედეგს ვერ გამოიღებს.

თამარ ჩუგოშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს რუსეთისადმი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვაზე, აღიაროს „1920 წელს საქართველოს მიერ სამხრეთელი ოსების გენოციდი.“

„რუსეთს თავისი პოზიცია აქვს, საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოს სრულიად განსხვავებული. ბუნებრივია, ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციები თანხვედრაშია. რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რა დამოკიდებულება აქვს და რასაც ცდილობს, ყველამ ვიცით. მთავარია, საერთაშორისო საზოგადოების აღიარება, რომელიც ამ საკითხების მიმართ არის სწორი, თანმიმდევრული და გადახედვას არ ექვემდებარება” - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეკითხვას, ცდილობს თუ არა რუსეთი ისტორიის შეცვლას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა უპასუხა, რომ ასეთი მცდელობები არის: „ეს მათი პრეზიდენტისგან მოვისმინეთ. ეს მცდელობები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG