Accessibility links

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 27 ივლისის აქციის საქმეზე ხუთი ეჭვმიტანილი დააკავა


პოლიციელი დემონსტრანტის დაკავებისას მოსკოვში, 27 ივლისი, 2019 წელი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, მან დააკავა ხუთი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, მასობრივი არეულობის და პოლიციელებზე თავდასხმის საქმეში.

27 ივლისის საპროტესტო აქცია იყო არასანქცირებული აქცია, რომლის დროს, პოლიციის ცნობით, 1074, ხოლო ოპოზიციის თქმით, 1373 პირი დააკავეს. ის შედგა მოსკოვის საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებელი და ოპოზიციური კანდიდატების დაშვების მოთხოვნით. უწყებს თანახმად, არეულობაში მონაწილეობა დაუდგინეს ათამდე პირს. საგამოძიებო კომიტეტის პრესამსახურის თანახმად, 1 აგვისტოს დააკავეს სამი პირი, ალექსეი მინიაილო, კირილ ჟუკოვი და ივან პოდკოპაევი, რომელმაც 10 დღიანი ადმინისტრაციული სასჯელი ჰქონდა გამოტანილი აქციაში მონაწილეობისთვის.

1 აგვისტოს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გუნდის კოორდინატორი, ოლეგ სტეპანოვი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს, როცა ის ციხიდან გამოვიდა რვა დღიანი პატიმრობის შემდეგ.
უფრო ადრე მოსკოვში პოლიციამ გაჩხრიკა მოგვიანებით დაკავებული ალექსეი მინიაილოს სახლი. ის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლიუბოვ სობოლის შტაბისთვის ხელმოწერების შემგროვებლებს წვრთნის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG