Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ლაფერაშვილი "რუსთავი 2"-იდან წასვლას ადასტურებს


"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და არხიდან ნიკა გვარამიას დათხოვნის შემდეგ „რუსთავი 2-ზე“ საკუთარი თავი ამოვწურე, - უთხრა რადიო თავისუფლებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ პოლიტიკური და დღის გადაცემების უკვე ყოფილმა პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა რითაც დაადასტურა, რომ არხი დატოვა.

იგი თავს ისევ „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თანამოაზრედ თვლის:„მე და ნიკა გვარამია უკვე 7 წელია ერთად ვიბრძვით და იმედია, მომავალში ეს ბრძოლა ერთად გაგრძელდება.“

ყოფილი პროდიუსერი ადასტურებს, რომ მას თანამშრომლობა შესთავაზა „ფორმულა კრეატივმაც“.

„ნამდვილად მქონდა შემოთავაზება [„ფორმულა კრეატივისგან“], ისევე, როგორც სხვა რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება. ვნახოთ, ყველაფერი გამოჩნდება“, - თქვა მან.

სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, გიორგი ლაფერაშვილი თანამშრომლობას დავით კეზერაშვილის ტელევიზიასთან იწყებს.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ახალი ტელევიზიის დაფუძნების შესახებ 1 აგვისტოს განაცხადა ​. მოგვიანებით "ფორმულა კრეატივმა", რომელიც პოპულარული ტელე-პროექტების ("ჩცდ", "სამზარეულოს ომები") შემქმნელი და ინტერნეტ-გამოცემა on.ge - ის მეწილეა დაადასტურა, რომ ახალ ტელეკომპანიას კეზერაშვილი მათთან ერთად ქმნის.

რამდენიმე დღის წინ რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც განაცხადა, რომ მას უკვე აქვს მოპოვებული ფინანსების ნაწილი კიდევ ერთი ახალი ტელევიზიის შესაქმნელად, რომელიც ეთერში შემოდგომაზე გავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG