Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭოში მდივანთან გასაუბრების დღეა


გიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს იუსტიციის საბჭოში 10 საათიდან გაგრძელდება გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან.

საბჭოს წევრები ორ კანდიდატს მოუსმენენ - იუსტიციის საბჭოს მდივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, გიორგი მიქაუტაძეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ნინო სანდოძეს.

ორივე მათგანი მოსამართლედ უვადოდაა გამწესებული. იუსტიციის საბჭოში 2019 წლის მაისში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, გიორგი მიქაუტაძე უვადოდ აირჩიეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

ნინო სანდოძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ გამწესდა 2018 წლის იანვარში.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 17 ივლისიდან მიმდინარეობს გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან. 1 აგვისტოს ჩათვლით, ეს პროცედურა გაიარა 50-დან 32-მა კანდიდატმა.

საქართველოს კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში 28 მოსამართლეა. ამჟამად ვაკანტურია თანამდებობების ნახევარზე მეტი.

იუსტიციის საბჭო პარლამენტისთვის 20 კანდიდატის წარდგენას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG