Accessibility links

site logo site logo

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად მოქალაქეები კვლევების თანხას აღარ გადაიხდიან


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის მოქალაქეებს უწევდათ 140-იდან 360 ლარის გადახდა. მთავრობის გადაწყვეტილებით ამ ხარჯის გაწევა მოქალაქეებს აღარ მოუწევთ:

„საქართველო არის ძალიან წარმატებული ქვეყანა და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავხდეთ პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მოახდენს C ჰეპატიტის ელიმინაციას. ეს არის პროგრამა, რომლის გამოცდილებასაც სწავლობს მთელი მსოფლიო და ბუნებრივია, ჩვენ მასში პერიოდულად ვახორციელებთ გარკვეულ ცვლილებებს. ერთ-ერთი ცვლილება გახლავთ ის, რომ მოქალაქეებს ამ დრომდე მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის სჭირდებოდათ 140-იდან 360 ლარამდე თანხის გადახდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სერვისიც გახდეს უფასო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უნიკალურია მთელს მსოფლიოში და საქართველოში კომპანია „გილეადისა“ და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახმარებით ხორციელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG