Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ადასტურებს, რომ ანდრეი ბოგდანმა დაწერა გადადგომის განცხადება


ვოლოდიმირ ზელენსკი და ანდრეი ბოგდანი
ვოლოდიმირ ზელენსკი და ანდრეი ბოგდანი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ბოგდანმა მართლა დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. ჟურნალისტებთან საუბრის დროს ივანო-ფრანკოსვკში ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები წინასწარ დაწერა მისი გუნდის „ყველა“ წევრმა, იმის დასტურად, რომ არ „ებღაუჭებიან ძალაუფლებას“.

ამასთან ზელენსკიმ დასძინა, რომ ბოგდანის გადადგომის გადაწყვეტილება მიღებული არ არის და იგი რჩება თავის პოსტზე.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურის გადადგომა გახდა უკრაინის მედიის განხილვის მთავარი თემა. გამოქვეყნდა უთარიღო განცხადების ფოტოც, რომელშიც საკუთარი სურვილით გადადგომაზეა საუბარი. პარასკევს ბოგდანმა დაადასტურა ამ განცხადების სინამდვილე, რომელიც, მისი ვარაუდით, „პროვოკოციის“ მიზნით გავრცელდა ქსელში „გამომძიებელი-ჟურნალისტების“ ან სპეცსამსხურების მიერ.

ოპონენტებმა უფრო ადრე პრეზიდენტი ზელენსკი გააკრიტიკეს მაღალ თანამდებობაზე ბიზნესმენ იგორ კოლომოიისკის ყოფილი იურისტის, ანდრეი ბოგდანის დანიშვნისთვის. ამტკიცებდნენ, კერძოდ, რომ მასზე ვრცელდება კანონის ლუსტრაციის შესახებ.

ნაწილი მიმომხილველებისა ასევე წერდა, რომ ბოგდანის გადადგომა შესაძლოა იყოს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების პირადი შეხვედრის პირობა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იურისტმა რუდოლფ ჯულიანიმ ადრე გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვა, ტრამპის ოპონენტებთან კავშირის გამო. მიმომხილველების ვარუდით საუბარი შეეხებოდა ასევე ანდრეი ბოგდანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG