Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიქმნა პეტიცია ხევსურეთის სასაზღვრო სოფლის გადასარჩენად


„პრემიერთან მაქ ერთი თხოვნაი, მინდა რომ გადასცეთ და გაიგან იმათ, რო აი, სახლებ ინგრევის და იქნება ხელ შეგვაშველან, დაგვეხმარან, თორემ დაინგრევის სოფელ. ეს სოფელი საზღვრის მცველ სოფელ არს. სოფელ რომ არ იქნების, ხალხ არ იქნების, სახლებ არ იქნების, შამავლენა და დაიკავებენ“, - ხევსურეთის სოფელ ამღაში შემორჩენილი 77 წლის სანდუა წიკლაურის ამ სიტყვებით იწყება პეტიცია, რომლის მიზანი ამავე სოფლის გადარჩენაა და რომელიც „მთის ამბების“ გუნდმა და მისმა დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა საქართველოს მთავრობას, კულტურისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს წარუდგინა.

პეტიციას უკვე 1000 ხელმოწერა აქვს

„მთის ამბების“ ცნობით, ამღაში, რომელიც არხოტის ხეობის ბოლო სოფელია საქართველო-რუსეთის საზღვართან, დღეს წიკლაურების ორი ოჯახიღა ცხოვრობს. თუმცა იქ დღემდე დგას 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

პეტიციის ავტორები საქართველოს მთავრობისგან მოითხოვენ გადაუდებელი ღონისძიების სახით, ამღის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესის დაწყებას, რაც მათივე სიტყვებით, რაც სოფლის არქიტექტურული ნაგებობების სრულფასოვან რესტავრაციასთან ერთად, სათანადო ინფრასტრუქტურულ მოწყობასაც გაითვალისწინებს.

ამღის გადარჩენის კამპანიაში ცნობილი სახეებიც ჩაერთნენ. მათ შორის არის პოეტი ეთერ თათარაიძეც, რომელმაც „მთის ამბებს“ უთხრა, რომ გადასარჩენია არა მხოლოდ ეს სოფელი, არამედ მთლიანად ხევსურეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG