Accessibility links

ფრეგო: შეფერხებულია საწვავის გაცემა ავტოგასამართ სადგურებზე და ვერ ხერხდება საწვავის მიწოდება/რეალიზაცია


საწვავის იმპორტიორი კომპანია "ფრეგომ" 3 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ობიექტური გარემოებების გამო დროებით შეფერხებულია საწვავის გაცემა ავტოგასამართ სადგურებზე და ვერ ხერხდება საწვავის მიწოდება/რეალიზაცია. ​

ფრეგოს დამფუძნებლები, გიორგი თოფჩიშვილი და ვლადიმერ ყველაშვილი 27 ივლისს დააკავეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ბიზნესმენს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს, რაც ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას გულისხმობს

"კომპანია „ფრეგო“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს არსებულ სიტუაციაში გარკვევა და შეფერხების აღმოფხვრა. არსებულ მდგომარეობაში გარკვევისთანავე, „ფრეგო“ მზად არის გააგრძელოს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა."- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG