Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში დღე-ღამეში მეორე სისხლიანი თავდასხმა მოხდა: დეიტონში დახოცეს 9 კაცი


გლოვის აქცია ელ პასოში
გლოვის აქცია ელ პასოში

აშშ-ის ქალაქ დეიტონში (ოჰაიოს) შტატი სულ მცირე 9 კაცი დაიღუპა უცნობის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ატეხილი სროლის შედეგად. ქალაქის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებმა მოკლეს. საავადმყოფოში იმყოფება თავდასხმის შედეგად დაჭრილი 16 კაცი.

სროლა დაიწყო იმ რაიონის ერთ-ერთ ქუჩაში, სადაც პოპულარული ბარები და საღამოს კლუბები მდებარეობს.

ინცინდენტის დეტალები, ასევე მსროლელის მოტივი და ვინაობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

ეს არის მეორე მასობრივი მკვლელობა აშშ-ში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში. სამ აგვისტოს ქალაქ ელ-პასოს (ტეხასის შტატი) სავაჭრო ცენტრში ატეხილი სროლის შედეგად 20 კაცი დაიღუპა და 26 დაიჭრა. ხელისუფლება იძიებს დანაშაულს, როგორც სიძულვილის ნიადაგზე მომხდარს, 21 წლის ეჭვმიტანილ პატრიკ კრუზიუსის მიერ, რომელმაც, როგორც ამტკიცებენ, ინტერნეტში განათავსა რასისტული მანიფესტი. მასში იგი თავის საქციელს, ლათინური ამერიკიდან მიგრანტების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობით ამართლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG