Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია საპატიმროში ხვდება 20-21 ივნისის აქციაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს


ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია

პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარია იმყოფება გლდანში მდებარე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში. ხოშტარია მოინახულებს 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის შემდეგ ძალადობის მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში დაკავებულ 10 პირს.

„სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ის ათი ადამიანია, რომლის შესახებაც შევძელი ინფორმაცია მომეპოვებინა. ამ დღეებში კიდევ ორის შესახებ მოვიპოვე და დამატებით კიდევ შევალ“ - უთხრა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ საპატიმროში შესვლამდე.

დეპუტატის თქმით, მისთვის მთავარია დაკავებულების ადამიანურად მონახულება და მათი ჯანმრთელობის და მორალური მდგომარეობის გაცნობა.

„ასევე, ოჯახისთვის რა აქვთ სათქმელი. რამდენიმე მათგანს, მე როგორც ვიცი, შეზღუდული აქვს ოჯახთან კომუნიკაცია სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო. ამიტომ, მე აქ პირველ რიგში, ვარ არა როგორც პარტიული წარმომადგენელი. აქ სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის ადამიანები არიან. ეს არ არის პარტაქტივი. უბრალოდ, არიან მოქალაქეები და ამიტომ როგორც პარლამენტის წევრმა, რომელსაც შემიძლია შევიდე და ვნახო მათი მდგომარეობა, გადავწყვიტე, რომ მოვინახულო, ასე გამოვხატო მხარდაჭერა და მოვიკითხო რა ჭირდებათ“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სულ პასუხისგებაშია მიცემული 19 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG