Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო


აჭარის სანაპიროზე, გონიოში, ზღვაში დაიხრჩო 30 წლის მამაკაცი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელთა ინფორმაციით, შტორმის გამო ცურვის ამკრძალავი ნიშნების მიუხედავად, ახალგაზრდა კაცი ზღვაში შევიდა. მის გადარჩენას მაშველები ნახევარ საათზე მეტხანს ცდილობდნენ და ნაპირზე უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სააგენტო "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ მამაკაცი ადგილზე მისულ ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

შავი ზღვის აჭარის სანაპიროზე 3-4 ბალიანი შტორმია. სანაპიროზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG