Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკინიგზო გვირაბის მშენებელი მუშები გაიფიცნენ


აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული 60 მუშა გაიფიცა. ისინი შრომის არასათანადო ანაზღაურებას და უსაფრთხოების ნორმების არარსებობას აპროტესტებენ.

„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ ინფორმაციით, გაფიცვა ქვიშხეთის ობიექტზე დაიწყო. გვირაბს კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე" ბიურო აშენებს.

"ამ კომპანიაში დასაქმებულები დღეს დაგვიკავშირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იყვნენ პროფკავშირის წევრები, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩავერთეთ პროცესში. როგორც თავად ამბობენ, ორი დღეა გაფიცულები არიან. ახლა ვცდილობთ, რომ დამსაქმებელთან მოლაპარაკების გზით მოვაგვაროთ სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებულები არ გააგრძელებენ მათთვის მიუღებელ პირობებში მუშაობას,“ - განაცხადა პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, ილია ლეჟავამ.

მისი ინფორმაციით, ამჟამად პროფკავშირისა და „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG