Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეტყვით დაზარალებულებისთვის დახმარების გაცემა დაიწყო


გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რომლებიც ზაფხულის დასაწყისში სეტყვამ დააზარალა, ყოველ განადგურებულ ჰექტარზე 200 ლარიან დახმარებას იღებენ.

ბლასტიკურ ბარათებზე თანხა უკვე დაერიცხა საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების, მერეთის, კოშკას, გუგუტიაანთკარის, ზარდიაანთკარის და ქერეს დაზარალებულ მოსახლეობას. სახელმწიფოსგან მიღებული თანხით გლეხებს შეუძლიათ სპეციალურ აგრარულ მაღაზიებში შხამ-ქიმიკატების, სასუქის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნივთების შეძენა.

სეტყვით დაზარალებულები მასშტაბური ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდნენ, თუმცა, სახელმწიფომ მხოლოდ ჰექტარზე 200 ლარიანი დახმარება და სარწყავი წყლის გადასახადისგან გლეხების გათავისუფლება გადაწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG