Accessibility links

გერმანიის ქალაქ მემინგენის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა


გერმანიის მედიის ცნობით, ქალაქ მემინგენის საპატიმროდან გაიქცა ორი პატიმარი. ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე თურქი ეროვნების პირია. გაქცეული პირების კვალს პოლიციამ ვერ მიაგნო. პოლიცია აფრთხილებს მოქალაქეებს, მათი შემჩნევის შემთხვევაში, ახლოს არ მივიდნენ და პოლიციას შეატყობინონ. როგორც "აუგსბურგერ ალგემაინე" იტყობინება, რეგიონის პოლიციის წარმომადგენელზე, იოჰანა გრაფის ნათქვამზე დაყრდნობით, გაქცეულები ძარცვის გამო იყვნენ საპატიმროში და არა მძიმე დანაშაუელის, ან მკვლელობის გამო.

ცნობით, 37წლის ვაჟა ბურჯანაძემ და 36 წლის გიოქჰან გიუნბეიმ მოახერხეს საპატიმროს გალავნის გადალახვა და ფეხით წავიდნენ სარკინიგზო ლიანდაგის მიმართულებით. პოლიციას აქვეყნებს ორივე გაქცეულის ფოტოებს და ფიზიკურ აღწერილობას.

საპატიმროდან გაქცევა გერმანიაში არ ისჯება. ეს ეფუძნება იდეას, რომ კანონმდებელი აღიარებს ყოველი ადამიანის ლტოლვას თავისუფლებისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG