Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელ პასოში მასობრივი მკვლელობის მსხვერპლთა შორის გერმანიის მოქალაქეცაა


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტეხასის შტატის ქალაქ ელ პასოში მასობრივ მკვლელობას გერმანიის მოქალაქეც ემსხვერპლა. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში უარი თქვეს მოკლულის ვინაობის და მის შესახებ რაიმე სხვა ცნობების გამჟღავნებაზე.

3 აგვისტოს, 21 წლის მამაკაცმა ელ პასოში, „ვოლმარტის“ მაღაზიასთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 22 ადამიანი. მათ შორის იყვნენ მექსიკელებიც. თავდამსხმელი დაკავებულია. პოლიციის მთავარი ვერსიით, დანაშაულის მოტივი რასობრივი სიძულვილია.

მექსიკასთან მოსაზღვრე ელ პასოში ჩასვლას 7 აგვისტოს აპირებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მასობრივი მკვლელობის შემდეგ დემოკრატებმა ტრამპი დაადანაშაულეს იმაში, რომ იმიგრანტების მიმართ მისი რიტორიკა ხელს უწყობს რასობრივ მტრობას და ძალადობას.

კრიტიკის ფონზე, 5 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა წინ უნდა აღუდგეს და ერთხმად დაგმოს რასიზმი, ფანატიზმი და თეთრი რასის უპირატესობის იდეოლოგია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG