Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიქოზში აგვისტოს ომის გმირების მემორიალი გაიხსნა


გორის რაიონის სოფელ ნიქოზში, საიდანაც ქალაქი ცხინვალი მოჩანს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალი გაიხსნა.

ღონისძიებას შს მინისტრი გიორგი გახარიაც დაესწრო.

,,ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს მემორიალი ყველაზე მცირეა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ჩვენი ხალხისთვის. ჩვენი ამოცანა და ძირითადი მოვალეობაა გვახსოვდეს, ვიზრუნოთ, პირველ რიგში, მათ ოჯახებზე, ვიზრუნოთ მათ კუთხეზე და რაც მთავარია 24 საათი ვიშრომოთ იმისთვის, რომ შრომით, მშვიდობიანად დავიბრუნოთ ის რაც დავკარგეთ და ის რაც ჩვენ გვეკუთვნის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მემორიალი ყველა მებრძოლსა და მოქალაქეს ეძღვნება, ვინც აგვისტოს ომის დროს დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG