Accessibility links

ირანელი აქტივისტი ქალები აიათოლა ალი ხამენეის გადადგომისკენ მოუწოდებენ


14 ირანელი აქტივისტი ქალი გამოვიდა მოწოდებით, გადადგეს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და განხორციელდეს „სრული გარდაქმნა“, რაც შესაძლებელს გახდიდა ახალი კონსტიტუციის მიღებას და ქალების თანასწორობას.

აქტივისტები, მათ შორის იურისტი გუითი ფურფაზალი, 5 აგვისტოს განცხადებაში წერენ, რომ ორმოცწლიანმა თეოკრატიულმა მმართველობამ ქვეყანა მიიყვანა „გენდერულ აპარტეიტამდე“ და მოსახლეობის ნახევარს „წაართვა“ უფლებები. იქვე წაიკითხავთ, რომ „მათ, ვინც პროტესტს გამოხატავდა ამ გენდერული უთანასწორობის გამო, შეურაცხყოფდნენ, ამცირებდნენ, სცემდნენ, აპატიმრებდნენ და ზოგიერთ შემთხვევაში აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ.



აქტივისტები აცხადებენ, რომ ისინი მიზნების მიღწევას არაძალადობრივი გზებით შეეცდებიან.
ისინი მხარდაჭერას უცხადებენ მსგავს მოწოდებას ივნისში, როცა 14 აქტივისტმა ირანსა და მის გარეთ, ასევე მოუწოდეს ხამენეის გადადგომისკენ.ამ განცხადების ერთ-ერთი ხელისმომწერი, კინორეჟისორი მოჰამად ნურიზადი ივლისში დააპატიმრეს გაურკვეველი მიზეზით. სხვა ხელისმომწერებმა მუქარით აღსავსე წერილები მიიღეს.

კრიტიკახამენეის მიმართ, რომელსაც საბოლოო სიტყვა ეკუთვნის ირანის ყველა სახელმწიფოებრივსაკითხში, ისლამურ რესპუბლიკაში წითელ ზოლად მიიჩნევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG