Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ ოთხი ჯარისკაცი დაკარგა სეპარატისტებთან ბრძოლაში


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის პოზიციებს ნაღმმტყორცნებიდან, ტყვიამფქვრევიებიდან და შეტევითი შაშხანებიდან.


"მწუხარებით ვიუწყებით", წერია სამინისტროს განცხადებაში, რომ "მტრის თავდასხმის შედეგად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენი ოთხი გმირი დაიჭრა და მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა.
2014 წლის აპრილის შემდეგ 13 ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს ბრძოლებში კიევის არმიასა და სეპარატისტებს შორის, რომლებიც აკონტროლებენ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ნაწილებს.

ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება ძალაში უნდა შესულიყო მინსკის 17 ივლისის შეთანხმების თანახმად, რომელსაც მიაღწიეს რუსეთის და უკრაინის ელჩებმა და მათთან ერთად ეუთოს წარმომადგენლებმა.

ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ზავის პირობების დარღვევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG