Accessibility links

site logo site logo

მამუკა ბახტაძე ჟურნალისტებს - მიეჩვიეთ სიმართლის მოსმენას


მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემები ცხადყოფს, რომ მთავრობის პოლიტიკა ტურიზმის მიმართულებით სწორი იყო. მისი თქმით, ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ტურისტების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით არ შემცირებულა.

რაც შეეხება ტურისტების რაოდენობის კავშირს ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან - ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ მოიტყუა, როდესაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ტურისტების რაოდენობის შემცირება დაასახელა, პრემიერმა თქვა, რომ ჟურნალისტებმა სიმართლის მოსმენა უნდა ისწავლონ. მამუკა ბახტაძის განმარტებით, პრობლემა დესტრუქციული ოპოზიციური ძალების მიერ დათესილმა ნეგატიურმა მოლოდინებმა წარმოშვა:

„კურსის განსაზღვრაში ძირითადად მოქმედებს ორი ფაქტორი. პირველი არის ეკონომიკაში მიმდინარე ფუნდამენტური ფაქტორები და მეორე - მოლოდინები. მოლოდინები შეიქმნა ძალიან ნეგატიური, იმის ფონზე, რაც მოხდა, მათ შორის ამ უპასუხისმგებლო ადამიანების მიერ, რომლებიც მსგავს ტყუილებს ამბობენ მათ შორის.

ამ ადამიანებში მე ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს და მათ მიერ კონტროლირებად მედიას. მოლოდინები სამწუხაროდ შეიქმნა ნეგატიური, მათ შორის ნეგატიური მოლოდინი იყო, რომ შეიძლება ეკონომიკური ვაჭრობაც შეზღუდულიყო და შესაბამისად, ამას გამოეწვია უფრო მეტი პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ტურიზმის მიერ გამოქვეყნებულმა შედეგებმა რა გვაჩვენა?! ფაქტობრივად ჩვენი ტურისტების რაოდენობა წელს არის იგივე, რაც იყო შარშან და ის მოლოდინი, რაც ჰქონდა ეკონომიკას, მათ შორის ჩვენს ბიზნესს, რომ ასეთი სწრაფი ტემპებით გავზრდიდით ჩვენ ტურისტების რაოდენობას, როგორც იყო დაგეგმილი, არ გამართლდა“, - განაცხადა პრემიერმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა ტურიზმის სექტორს დააბრუნებს "განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც მას ჰქონდა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG