Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის პროკურატურას მშობლის უფლების ჩამორთმევა სურს წყვილისთვის, რომელიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა


მოსკოვის საქალაქო პროკურატურას სურს მშობლის უფლება ჩამოართვას წყვილს, რომელმაც თავისი ერთი წლის ვაჟი არასანქცირებულ დემონსტრაციაზე მიიყვანა 27 ივლისს, მოსკოვის მერიის შენობასთან.

პროკურატურა აცხადებს 6 აგვიტოს, რომ დაუდგენელი ვინაობის წყვილმა დემონსტრაციის დროს თავისი ვაჟი ჩააბარა ასევე დაუდგენელი ვინაობის მესამე პირს, რითაც ჩააგდეს საფრთხეში ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. პროკურატურა დაასკვნის, რომ მშობლებმა ბოროტად გამოიყენებს მშობლის უფლება ბავშვის ინტერესების საზიანოდ.

განცხადებში არაფერი წერია ბავშვის ახლანდელი მდგომარეობის გამო, აღნიშნულია მხოლოდ, რომ მამა მოსკოვში დროებით არის ჩაწერილი და არ აქვს იქ არჩევის უფლება.

27 ივლისს დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ დამოუკიდებელი და ოპოზიციური კანდიდატებისთვის საარჩევნო კომისიის მიერ მოსკოვის საბჭოს არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიმართ.

პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ დაიწყო გამოძიება 27 ივლისის და 3 აგვისტოს არასანქცირებულ დემონსტრაციებში არასრულწლოვანების მონაწილეობის გამო.

დეკემბრის ბოლოს მოაწერა პრეზიდენტმა პუტინმა ხელი კანონს, იმ პირების ადმინისტრაციული წესით დასჯის შესახებ, ვინც არასანქცირებულ საპროტესტო გამოსვლებში არასრულწლოვანების მონაწილეობას შეუწყობდა ხელს.

პოლიციამ 3 აგვისტოს დემონსტრაციის დროს დააკავა 1000-ზე მეტი პირი, ხოლო 27 ივლისს 1300-ზე მეტი დემონსტრანტი. ათეულობით პირი დააჯარიმეს, ბევრს მიუსაჯეს მცირე დროით თავისუფლების აღკვეთა არასანქცირებულ შეკრებაში მონაწილეობის გამო. ათამდე პირია დაკავებული და მისჯილი აქვს წინასწარი პატიმრობა „მასობრივ არეულობაში“ მონაწილეობის და პოლიციაზე თავდასხმის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG