Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის პროკურატურას სურს დემონსტრაციაში მონაწილე წყვილს ბავშვი წაართვას


დმიტრი პროკაზოვი ოპოზიციის დემონსტრაციაზე მოსკოვში, 14 ივლისს
დმიტრი პროკაზოვი ოპოზიციის დემონსტრაციაზე მოსკოვში, 14 ივლისს

მოსკოვის საქალაქო პროკურატურას სურს მშობლის უფლება ჩამოართვას წყვილს, რომელმაც თავისი ერთი წლის ვაჟი არასანქცირებულ დემონსტრაციაზე მიიყვანა 27 ივლისს, მოსკოვის მერიის შენობასთან.

პროკურატურა აცხადებს 6 აგვიტოს, რომ წყვილმა დემონსტრაციის დროს თავისი ვაჟი გადასცა მესამე პირს, რითაც ჩააგდო საფრთხეში ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. პროკურატურა დაასკვნის, რომ მშობლებმა ბოროტად გამოიყენებს მშობლის უფლება ბავშვის ინტერესების საზიანოდ.

მოსკოვის პეროვის რაიონის სასამართლომ დადგინა ბავშვის მამის ვინაობა. სასამართლო აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ შეტანილ განცხადებას მშობლებისთვის უფლების ჩამორთმევის შესახებ განიხილავს, მაგრამ არ არის დადგენილი საქმის განხილვის ვადა. მამამ, დმიტრი პროკაზოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიციამ მათი ბინა გაჩხრიკა და რომ ის და მისი ცოლი სრულიად უდანაშაულო არიან.


„არავითარ მასობრივ არეულობაში არ მიგვიღია მონაწილეობა და არასოდეს ჩაგვიგდია ჩვენი ბავშვი საფრთხეში და არ დაგვიტოვებია მარტო“. პროკაზოვმა თქვა ასევე, რომ მისი ცოლი, ვაჟი და ცოლის ბიძაშვილი, სერგეი ფომინი, შინ მიდიოდნენ 27 ივლისს, როცა მან ფომინს სთხოვა, მისი ვაჟი ეტარებინა. გარშემო არავითარი კორდონი, ან პოლიცია, უბრალოდ შინ მივდიოდით, თქვა პროზაკოვმა.

5 აგვისტოს განცხადებაში საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ 27 ივლისის დემონსტრაციის ერთ-ერთი მონაწილეა სერგეი ფომინი, რომელმაც მესამე მხარის ბავშვი გამოიყენა, რათა გადაელახა პოლიციის კორდონი და თავიდან აეცილებინა დაპატიმრება, როცა დემონსტრაციას ტოვებდა. საგამოძიებო კომიტეტი წერს, რომ ფომინს, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია, წაყენებული აქვს ბრალი „მასობრივი არეულობის“ მოწყობაში.

დეკემბრის ბოლოს მოაწერა პრეზიდენტმა პუტინმა ხელი კანონს იმ პირების ადმინისტრაციული წესით დასჯის შესახებ, ვინც არასანქცირებულ საპროტესტო გამოსვლებში არასრულწლოვანების მონაწილეობას შეუწყობდა ხელს. პოლიციამ 3 აგვისტოს დემონსტრაციის დროს დააკავა 1000-ზე მეტი პირი, ხოლო 27 ივლისს 1300-ზე მეტი დემონსტრანტი. ათეულობით პირი დააჯარიმეს, ბევრს მიუსაჯეს მცირე დროით თავისუფლების აღკვეთა არასანქცირებულ შეკრებაში მონაწილეობის გამო. ათამდე პირია დაკავებული და მისჯილი აქვს წინასწარი პატიმრობა „მასობრივ არეულობაში“ მონაწილეობის და პოლიციაზე თავდასხმის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG