Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ ქვრივიშვილი - რუსი ტურისტების კლებით ივლისში სექტორმა 44,3 მილიონი დოლარით იზარალა


რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შემცირების გამო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმის სექტორმა ეკონომიკაში 58 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი შეიტანა, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ტურიზმის სექტორის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი ორნიშნა იყო, რეალური დანაკლისი გაცილებით მეტია:

„აღნიშნული ტენდენცია 2019 წლის 6 თვის მაჩვენებლის შესწავლითაც კარგად ჩანს. მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე ქვეყანამ ტურიზმიდან 95 მლნ აშშ დოლარით მეტი მიიღო, რაც 7 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი გათვლებით, 2019 წლის ივლისში საქართველომ 44,3 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო რუსი ტურისტებისგან, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. შემოსავლების კლება კი პირდაპირ უკავშირდება რუსეთიდან პირდაპირი რეგულარული ფრენების შეჩერებას:

44,3 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დანაკარგი ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო სასტუმროებს, კაფე - რესტორნებს, ტუროპერატორებს, ტურისტული სერვისების მიმწოდებლებს და სხვ. მინიმუმ, თანხების ეს რაოდენობა დააკლდათ“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG