Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ელჩი რუსეთში თანამდებობას ტოვებს


ჯონ ჰანტსმენი
ჯონ ჰანტსმენი

აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯონ ჰანტსმენმა გადადგომის შესახებ წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს, რომელსაც ელჩი მადლობა უხდის იმ ნდობისთვის, რაც მას გამოუცხადა დონალდ ტრამპმა „აშშ-ისა და რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების რთულ ისტორიულ პერიოდში“.

გამოცემა „ჰილის“ ცნობით, ჰანტსმენის გადაგომა ძალაში შევა 3 ოქტომბრიდან, ვიდრე თეთრი სახლი დანიშნავდეს ახალ ელჩს რუსეთის ფედერაციაში.

59 წლის ჯონ ჰანტსმენი რუსეთში აშშ-ის ელჩად 2017 წლიდან მუშაობას. 2009 წლამდე იგი იყო იუტას შტატის გუბერნატორი. რუსეთში ჩასვლამდე იყო აშშ-ის ელჩი ჩინეთში.

რუსეთში აშშ-ის ელჩის გადადგომის ფონია საელჩოს მზარდი კრიტიკა მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციების დროს საელჩოს საიტზე გამოქვეყნებული განცხადებისთვის, რომელიც შეიცავდა საპროტესტო მსვლელობის რუკას, რის გამოც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, აშშ-ის საელჩო დაადანაშაულა „რუსეთის შიდა საქმეებში“ ჩარევისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG