Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე ანტირეკლამის რეგულირებაზე: პოლიტიკაში დეპოლარიზაციის დროა


„ანტირეკლამის თემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საშემოდგომო სესიაზე მივიღებთ“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმად, უფასო საარჩევნო რგოლში ანტირეკლამა დროის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

თალაკვაძის შეფასებით, ამ საკითხზე საზოგადოების დაკვეთა და ხელისუფლების ხედვა ერთმანეთს ემთხვევა.

„პოლიტიკაში დეპოლარიზაციის დროა, საჭიროა უფრო საქმიანი, მშვიდი პოლიტიკური კამპანიები ჩავატაროთ და ამ თვალსაზრისით პოლიტიკური კულტურა წინ წავიდეს. შესაბამისად, როდესაც ნეგატიური ანუ შავი კამპანიის დარეგულირებაზე ვლაპარაკობთ, ეს არ გულისხმობს აკრძალვას, არამედ ნიშნავს დარეგულირებას“, - ამბობს პარლამენტის სპიკერი.

არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ გამოყოფილ საეთერო დროში პოლიტიკური პარტიის პროგრამისა და მისი ლიდერების წარმოჩენის პროპორცია უნდა გაიზარდოს.

ანტირეკლმის დარეგულირების საკითხს უარყოფითად აფასებენ ოპოზიციური პარტიები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG