Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოთა თამარს ამშვიდებს - გამოჩნდა გაგოშას ახალი სტენსილი


ქუჩის მხატვარმა გაგოშამ ახალი ნამუშევარი შექმნა. რუსთავში განთავსებული ნახატი ლარის გაუფასურებას შეეხება.

"ოდეს ტურფა გაიაფდეს, არა ღირს არცა ჩირად" - წერს არტისტი ნახატზე, რომელზეც გამოსახულია 50 და 100 ლარიანი კუპიურები. ნახატზე გამოსახული თამარ მეფეს შოთა რუსთაველი ამშვიდებს.

30 ივლისს ლარის გაუფასურებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 3 ლარი გახდა. 30 ივლისსვე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ლარი არის თავისუფალი, ისე, როგორც თინეიჯერი. ეროვნული ბანკის ინტერვენციის შედეგად ლარი რამდენიმე გამყარდა, თუმცა ბოლო დღეებში კვლავ განაგრძობს ვარდნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG