Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს და ჩინეთს მოუწოდებს შეწყვიტონ ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა


ჯონ ბოლტონი ლიმაში
ჯონ ბოლტონი ლიმაში

აშშ-ი მოუწოდებს რუსეთსა და ჩინეთს შეწყვიტონ ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა, რასაც ვაშინგტონი უწოდებს „დაუშვებელს იმ ფონზე, როდესაც აშშ-ი აძლიერებს ზეწოლას ლათინური ამერიკის ამ ქვეყნის ლიდერზე, რათა მან პოსტი დატოვოს.

6 აგვისტოს, ვენესუელის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე პერუს დედაქალაქ ლიმაში, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა, რუსეთს მოუწოდა „არ გაზარდოს ფსონი ცუდ თამაშზე“. ბოლტონმა ასევე მოუწოდა „ყველა კუბელ და რუს სამხედრო მოსამსახურეს და ასევე გასამხედროებულ პირებს, რომ დაუყოვნებლად დატოვონ ვენესუელა.“

აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ჩინეთს შესთავაზა, რომ მხარი დაუჭიროს „ახალ კანონიერ ხელისუფლებას“, რაც ბოლტონის აზრით „უმოკლესი გზაა პეკინისათვის, ვენესუელისათვის გაცემული სესხის უკან დასაბრუნებლად.“

აშშ-ი და კიდევ 49 სახელმწიფო ვენესუელის კანონიერ ლიდერად ცნობენ ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს, რომელმაც იანვარში საკუთარი თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა.

რუსეთი ჩინეთთან ერთად, ნიკოლას მადუროს ყველაზე გავლენიანი მხარდამჭერები არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG