Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავი: ერგნეთიდან ცხინვალისკენ ფრანები გაუშვეს


აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ერგნეთში, აქცია - პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ცხინვალის მიმართულებით ფრანები გაუშვეს და რუსული აგრესიის ფაქტი საოკუპაციო ხაზთან კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლინა დოლიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საპროტესტო აქციისთვის სიმბოლურად იქნა შერჩეული ადგილი, საიდანაც ყველაზე ახლოს და კარგად ჩანს ცხინვალი:

„რაც შეეხება თარიღს - ჩვენ ავარჩიეთ 7 აგვისტო იმისთვის,რომ გავაქარწყლოთ რუსული დეზინფორმაცია თითქოსდა 8 აგვისტოს დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. სინამდვილეში ეს იყო 7 აგვისტოს და რუსეთი გამიზნულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რათა მოახდინოს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების და ზოგადად ქვეყნის, სახელმწიფოს დისკრედიტაცია, ჩვენ ვიმყოფებით რუსეთთან ჰიბრიდული ომის რეჟიმში და ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციით ბრძოლა, დაუმახინჯებელი ფაქტების გადაცემა მომავალი თაობებისთვის“,- ლინა დოლიძე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას არ გახდეს რუსული პროპაგანდის ნაწილი, არ დაამახინჯოს ფაქტები და აგვისტოს ომის დაწყების თარიღი 7 აგვისტოს აღნიშნოს.

ერგნეთში აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძეც. მან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საქართველო უცხოელ პარტნიორებთან, მთელს მსოფლიოსთან ერთად მყარად იდგეს იმ პოზიციაზე, რომ რასაც რუსეთი აკეთებს საქართველოში არის უსამართლობა, საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა და მას მოუწევს უკან დახევა ისევე, როგორც მოუწია ყველა სხვა აგრესორს.

აქციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა გზაზე დატოვეს წარწერა" რუსეთი მტერია".

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებების გამართვას საქართველოს ხელისუფლება 8 აგვისტოს გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG