Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავის გამო, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„დღეს სრულდება 11 წელი, მას შემდეგ, რაც მრავალი პროვოკაციის, შეიარაღებული შეტაკების, დიდი საერთაშორისო პროპაგანდის, კიბერშეტევების, ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ, პუტინი დაესხა თავს სრულმაშტაბიანად საქართველოს მთელი თავისი შეიარაღებული ძალებით. ჩემთვის 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია მთელი საქართველოს არსებობის მაძილზე, ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან დიდი მაგალითი. გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ჩვეულებრივი სამოქალაქო ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდნენ და მთლიანად ქართული საზოგადოება ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც შეიკრა ერთ მუშტად, დადგა ყველა ერთად რუსთაველზე, გააკეთა ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს მასშტაბით, არ შედრკა, უკან არ დაიხია, არ შეშინდა და დაიცვა თავისი ქვეყანა“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ 2008 წელს, პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა, ვერ შეძლო საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, მთავრობის დამხობა და ქართველი ერის წელში გატეხვა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო გადარჩა მისი გმირების წარმოუდგენელი ძალისხმევით და ხალხის ერთიანობით და განსაკუთრებული გამბედაობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG