Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსეთი ოკუპანტია" მოითხოვს გადაერქვას სახელი მოსკოვის გამზირს


მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წევრებმა 7 აგვისტოს, რუსეთ -საქართველოს ომის მე-11 წლისთავზე, თბილისში მოსკოვის გამზირზე 170 აბრა მიიტანეს. აბრებზე აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების გვარები იყო დატანილი.

აქციის ამ ფორმით მოძრაობის წევრებმა დედაქალაქის მერიისგან კიდევ ერთხელ მოითხოვეს, გადაერქვას სახელი მოსკოვის გამზირს.

გადავწყვიტეთ 170 მიზეზი გვეჩვენებინა ხელისუფლებისთვის, რატომ უნდა გადაარქვან სახელი მოსკოვის გამზირს. ამავდროულად ეს არის 170 ვარიანტი იმისა, რა შეიძლება დაერქვას ამ გამზირს. მოსკოვი დედაქალაქია იმ ქვეყნის, რომელიც ჩვენი მტერია და ის თითოეული ადამიანი ვინც ომში დაიღუპა, არის საკმარისი მიზეზი იმისა, რომ მსგავსი ქუჩები არ გვქონდეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარიამ გეგუჩაძემ.

მოძრაობამ „რუსეთი ოკუპანტია“ მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევის კამპანია ერთი წლის წინ დაიწყო. გაიკრა აბრები, რომელზეც საოკუპაციო რეჟიმის მიმართ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახელი ეწერა.

შეიქმნა შესაბამისი პეტიციაც 12 000 ადამიანის ხელმოწერით. 7 აგვისტოს გამართული აქციის შემდეგ, „რუსეთი ოკუპანტია“ კიდევ ერთხელ აპირებს ოფიციალური მოთხოვნით მიმართოს დედაქალაქის მერიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG