Accessibility links

site logo site logo

აქციაზე „სირცხვილია“  -  49-ე დღეს ომზე ილაპარაკებენ


რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების 49-ე დღეს, რომლის მთავარი მოთხოვნაც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა, მთავარი თემა იქნება 11 წელი ომიდან.

აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო დე-ფაქტო, არაღიარებული საზღვრების თანდათანობით გადმოწევა და საქართველოს ტერიტორიების მიტაცება. ხოლო რუსეთის ფედერაციამ დაარღვია კონფლიქტის შემდგომ დადებული შეთანხმება და მცოცავი ოკუპაციით დაიკავა ასზე მეტი ქართული სოფელი. მოკლეს გიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი.

„ამ ყველაფრის ფონზე, 2019 წლის 20 ივნისს, ჩვენი ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, სხდომას რუსი კომუნისტი დეპუტატი, ოკუპაციის არმცნობი - სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან უძღვებოდა. 48 დღეა, პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია იმართება. პროტესტის 49- დღეს, ომიდან 11 წლის თავზე, თავისუფლების მოყვარული და ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები შევიკრიბებით, გავიხსენებთ აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირებს და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ, რომ არასდროს, არასდროს, არასდროს შევეგუებით ოკუპაციას“, - ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG