Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება პატივს მიაგებს აგვისტოს ომში დაღუპულებს


2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა. მათ გვირგვინებით შეამკეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მდებარე გმირთა მემორიალი.

დაღუპულთა ხსოვნას მემორიალთან მიაგეს პატივი პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრებმა.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 169 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი და 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი.

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დაწესებულებებზე საქართველოს დროშები დაუშვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG