Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი: ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე


პრემეირ-მინისტრი მამუკა აბხტაძე
პრემეირ-მინისტრი მამუკა აბხტაძე

„საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი“ - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების შეკითხვას რუსეთთან 2008 წლის ომი შვიდ აგვისტოს დაიწყო, თუ რვაში და რატომ მიაგებს ოპოზიცია დაღუპულებს პატივს შვიდ აგვისტოს, ხოლო ხელისუფლება რვაში.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს ისტორიული მიწა-წყლების ოკუპაცია 90-იან წლებში დაიწყო და 2008 წელი ამის გაგრძელება იყო.

„ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეცდომა, მათ შორის მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, რომ ამ თემაზე არ ხდებოდა შესაბამისი აქცენტის სწორი დასმა. რაც შეეხება 2008 წელს, ეს იყო შემდეგი ეტაპი. ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა ოკუპანტი ქვეყანა ამისთვის და ეს იყო სამწუხაროდ, ძალიან ხილული. რაც შეეხება თვითონ ამ თემის შესახებ სპეკულირებას, თვითონ ვინც აკეთებს ამაზე სპეკულაციას, სწორედ ის აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალთან.

ომში დაღუპულთა ხსოვნას 7 აგვისტოს მიაგეს პატივი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG