Accessibility links

გრიგოლ ვაშაძე: ქართული ოცნების რიტორიკა 100%-ით ემთხვევა რუსეთის დიპლომატიის განცხადებებს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით მართველი გუნდის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა 100%-ით ემთხვევა რუსეთის დიპლომატიის განცხადებებს, რაც ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

„მათ მთელი პასუხისმგებლობა დააკისეს სახელმწიფოს და ხელისუფლებას, გაკვრით არის ნახსენები რუსეთი და ერთხელ არ გახსენებიათ ვლადიმირ პუტინი. და ეს მაშინ, როცა ჩვენი მოკავშირეები ერთხმად აღიარებელ ჩვენი სახელმწიფოს ორი რეგიონის ოკუპაციას და მტკიცედ მოითხოვენ ამ რეგიონების დეოკუპაციას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ აგვისტოს ომის 11 წლისთავი მოქმედმა ხელისუფლებამ გამოიყენა არა სამხედროებისადმი პატივისცემის გამოსახატად, არამედ საკუთარი სამომავლო პოლიტიკისთვის:

ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ამ თარიღს გამოიყენებდა იმისთვის, რომ მადლობა ეთქვა ჩვენი გმირი სამხედროებისთვის, ელაპარაკა ოკუპანტ სახელმწიფოსადმი პრინციპულ მიდგომებზე და ეზრუნა იმისთვის, რომ ერი და საზოგადოება გაეერთიანებინა. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ "თვალსაჩინო" პირებმა ეს თარიღი იმისთვის გამოიყენეს, რომ დაეწყოთ საარჩევნო კამპანია, დასხმოდნენ თავს ოპოზიციას და 2008 წლის აგვისტოს ომის პასუხისმგებლობა საკუთარ სახელმწიფოსთვის დაეკისრათ. აი, ამ მიდგომას შეიძლება საქართველოსთვის სრულიად გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა და არც იმპროვიზაცია. ეს არის „ქართული ოცნების“ კარგად მოფიქრებული პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთან არის სრულ თანხვედრაში,“ - განაცხადა 8 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG