Accessibility links

გრიგოლ ვაშაძე: საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე უარყოფს „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ლიდერის ბრალდებას, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ სამშვიდობო ინიციატივები არ გამოიყენა და მოლაპარაკებები ჩაშალა. ვაშაძის მტკიცებით, საქართველოს და მისი პარტნიორების, მათ შორის ეუთოს და გერმანიის სამშვიდობო ინიციატივები რუსეთმა ჩაშალა.

„ჩვენ მივმართეთ აბსოლუტურად ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ზომას იმისათვის, რომ არ მომხდარიყო ვითარების ესკალაცია და 7 აგვისტოს არ დაწყებულიყო ის ტრაგედია, რომელმაც საქართველოში შეიწირა ასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, მძიმედ დააშავა 1700-ზე მეტი მოქალაქე, გაანადგურა ინფრასტრუქტურა, მოსპო საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობების გაუმჯობესების თითქმის ყველა პერსპექტივა და ჩიხში შეიყვანა ეს ურთიერთობები“ - განაცხადა ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თქმით, „საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო ზუსტად იმიტომ, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები და ამ დაწყებულმა ოპერაციამ მისცა საშუალება საქართველოს მოქალაქეებს, ომის ზონა დაეტოვებინათ.“

„აუცილებლად მინდა, ერთ ფაქტს გავუსვა ხაზი - ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ 7 აგვისტოზე, როგორც ტრაგედიულ თარიღზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაწყებული იყო უკვე ივლისის ბოლოს, რასაც ჩვენი მოკავშირეებიც ადასტურებენ" - განაცხადა ვაშაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG