Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ გაჩხრიკა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის სამი თანამშრომლის ოთახი


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

რუსეთის უფლებადამცველების ცნობით პოლიციამ ხუთშაბათს ჩხრეკა ჩაატარა ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის მოსკოვის ოფისის სამი თანამშრომლის ევგენი ზამიატინის, ალექსანდრ რომაზუევისა და ვიაჩესლავ გიმადის ოთახები. ნიღბიანმა პოლიციელებმა ოფისებიდან დიდძალი დოკუმენტები წაიღეს.

ჩხრეკა ჩატარდა ფულის გათეთრების თაობაზე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, ნათქვამია ორგანიზაცია „პროტესტის აპოლოგიის“ მიერ 8 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში. ეს არის ჯგუფი, რომელი დემონსტრაციების დროს დაკავებულ და დაპატიმრებულ ადამიანებს სამართლებრივ მომსახურებას უწევს.

3 აგვისტოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე ნავალნის „ანტიკორუფციული ფონდის“ მიერ 1 მილიარდი რუსული რუბლის (15,3 მილიონი დოლარის) სავარაუდო გათეთრების საქმეზე . კომიტეტში აცხადებენ, რომ ფონდმა მიიღო "დიდი ოდენობით თანხა მესამე პირებისგან, რომლებმაც იცოდნენ, რომ ის იყო უკანონოდ მოპოვებული“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG