Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ - საქართველოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით გაეროში შეხვედრა გაიმართა


გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გაერო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები.

კახა იმნაძემ მათთან დეტალურად ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების, მისი შედეგების, რუსეთის მიერ საქართველოს თვითაღიარებულ რეგიონებში გატარებული სეპარატიზმის ხელმშეწყობი პოლიტკისა და საქართველოს მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

თავიანთ გამოსვლებში ავსტრალიის, აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ესტონეთის, თურქეთის, ირლანდიის, კანადის, ლიეტუვის, მოლდოვის, პოლონეთის, უკრაინის და შვედეთის წარმომადგნელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს და დაგმეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია. მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და გაეროს წესდების პრინციპებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG