Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა გააკრიტიკა მაკრონი ირანისთვის „ურთიერთგამომრიცხავი სიგნალების“ გაგზავნისთვის


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა თავისი ფრანგი კოლეგა, ემანუელ მაკრონი, ირანისთვის „ურთიერთგამომრიცხავი სიგნალების“ გაგზავნისთვის ვაშინგტონთან შესაძლო მოლაპარაკებების თაობაზე. „ირანი განიცდის სერიოზულ ფინანსური პრობლემებს. მათ უკიდურესად ესაჭიროებათ აშშ-თან მოლაპარაკებები, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავ სიგნალებს ღებულობენ ყველასგან, ვისაც აქვს პრეტენზია, რომ ჩვენ წარმოგვადგენს, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც“, - დაწერა ტვიტერში 8 აგვისტოს დონალდ ტრამპმა, რომელმაც დასძინა, რომ იგი კარგად იცნობს საფრანგეთის პრეზიდენტს, მაგრამ აშშ-ის სახელით არავინ უნდა ლაპარაკობდეს, თავად აშშ-ის გარდა.

2018 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ირანი ბირთვული პროგრამის გარეშემო 2015 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გასვლისა და ირანისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ. ტრამპმა მიანიშნა, რომ მზად არის გამართოს მოლაპარაკებები ირანის ლიდერთან, მაგრამ თეირანმა განაცხადა, რომ თავდაპირველად სანქციები უნდა მოიხსნას.

თეთრ სახლს არ გაუკეთებია კომენტარი, თუ რას საყვედურობს დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონს.

მანამდე საინტერნეტო გამოცემა „ალ-მონიტორში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საფრანგეთის ლიდერმა მიიწვია ირანის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჰასანი როჰანი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რომელსაც თვის ბოლოს საფრანგეთი უმასპინძლებს. მაკრონის ასეთი განზრახვა უარყო ერთ-ერთმა ფრანგმა დიპლომატმა, რომელმაც „როიტერსს“ უთხრა, რომ „პრიორიტეტულია, რომ ირანმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG