Accessibility links

ბათუმის ბულვარის სანაპიროზე პირველი ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა


ბათუმის ბულვარის სანაპიროზე მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა.

ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სანაპირო ზოლზე მოეწყო ტივტივა ეტლები, პლაჟზე გადასასვლელი ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე, საპირფარეშო და გამოსაცვლელი.

ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ტივტივა ეტლით სარგებლობა უფასოა.

პროექტი, რომლის გზავნილია #ზღვაყველასია! საქართველოში პირველად ხორციელდება და მიზნად ისახავს ინკლუზიური ტურიზმის განვითარებას და ხელშეწყობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG