Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სობოლი აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს შაბათის საპროტესტო აქციაში


ლიუბოვ სობოლი
ლიუბოვ სობოლი

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის იურისტი, მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნების დაურეგისტრირებელი კანდიდატი ლიუბოვ სობოლი აცხადებს, რომ აპირებს მიიღოს მონაწილეობა ხელისუფლებასთან შეთანხმებულ აქციაში, რომელიც შაბათს გაიმართება სახაროვის პროსპექტზე.

ამასთან სობოლი განაგრძობს შიმშილობას თავის შტაბში ხელმოწერების შეგროვების მოთხოვნით. იგი საპროტესტოდ განწყობილ მოქალაქეებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად მიიჩნევს ფედერალურ არხებით მასობრივ არეულობაზე საუბარს. 27 ივლისისა და 3 აგვისტოს არასანქცირებული აქციების დროს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, სობოლის აზრით, სპეციალურად განაწყვეს.

ლიუბოვ სობოლი მოითხოვს, რომ გადადგეს მოსკოვის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალენტინა გორბუნოვა, რომელიც თავისი ქმედებებით უწყების დისკრედიტაცია მოახდინა და შეწყდეს წინა აქციების დროს დაპატიმრებული დემონსტრანტების მიმართ დაწყებული გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG