Accessibility links

რუსეთში სამხედრო ბაზაზე ახალ აფეთქებები მოხდა


რუსი მეხანძრეები

8 კაცი დაშავდა აჩინსკთან ერთ-ერთ საცავში საბრძოლო მასალის აფეთქების შემდეგ. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ აცნობეს ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში. იქ დასძინეს, რომ სამ პირს ამბულატორიული დახმარება ჩაუტარეს, ერთი - საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იუწყებიან, რომ აფეთქების მიზეზი გახდა, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ერთ-ერთ ჭურვზე მეხის დაცემა​.

სოფლის ადმინისტრაციის საიტის თანახმად, სოფლის მაცხოვრებლებს დროებით დაბა მალინოვკაში გადაიყვანენ.

ორი დღით ადრე 8 აგვისტოს სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის არხანგელსკის ოლქში სამხედრო ობიექტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან ასევე რამდენიმე დაშავებულზე. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით დაღუპულია ორი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG