Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფას მკაცრი სანქციის მიზეზია ბანერი, რომელზეც ჩანს „88“


საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა“ დაასახელა კონკრეტული მიზეზი, რომლის გამოც უეფამ გუნდს მკაცრი სანქცია დაუწესა. საუბარია ბანერზე, რომელზეც წერია რიცხვი 88. უეფამ სწორედ ეს ბანერი მიიჩნია გულშემატკივრების ნაცისტურ მოწოდებად, რადგან 88 არის ნაცისტური სიმბოლო და იშიფრება, როგორც HH (Heil Hitler, H - ანბანის მე-8 ასო).

„დინამო თბილისის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ არანაირი ნაცისტური მოწოდება არ არსებობს და საქმე გაცილებით მარტივადაა:

„დინამოს" ერთ-ერთმა ძველმა გულშემატკივარმა 1988 წელს ჩამოაყალიბა მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელიც გუნდს ყველა გასვლით შეხვედრაზე დაჰყვებოდა და ქომაგობდა. სწორედ მათ დაამზადეს ბანერი და ამ ბანერზე აწერია 1988, ოღონდ შორი კადრით ჩანს მხოლოდ 88, რადგან ციფრები 1 და 9 ბოლო ორ ციფრშია (88-ში) ჩასმული. იმავე ბანერზე დატანილია სლოგანი - "OLD SCHOOL", რაც სწორედ ამ ე.წ. ჯგუფური გულშემატკივრობის აღმნიშვნელია", - უთხრეს რადიო თავისუფლებას საფეხბურთო კლუბში.

„დინამო თბილისი“ მკაცრი სანქციის გასაპროტესტებლად, ფოტო და ვიდეო მტკიცებულებას უეფაში უახლოეს დღეებში გაგზავნის და თუ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია გუნდის სიმართლეში დარწმუნდება, 15 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ „დინამო თბილისისა“ და როტერდამის „ფეიენოორდის“ შეხვედრას მაყურებლებიც დაესწრებიან. წინააღმდეგ შეხვედრაში კი სასჯელი ძალაში დარჩება და ქართველი ფეხბურთელები მეტოქეს ცარიელი ტრიბუნებით დაუხვდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG