Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა სამხედროებმა დახოცეს თავდამსხმელები, რომლებმაც საზღვარზე ცეცხლი გახსნეს


ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტა
ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტა

ისრაელის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ საპასუხო ცეცხლის შედეგად გაანადგურეს რამდენიმე მეამბოხე, რომლებმაც გადალახეს ღაზის სექტორთან არსებული სასაზღვრო ბარიერი და ცეცხლი გაუხსნეს ჯარისკაცებს.

ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, მეამბოხეები, რომლებსაც ხელთ ეპყრათ ყუმბარსატყორცნები და საბრძოლო შაშხანები, შაბათს გამთენიისას დახოცეს.

სასაზღვრო შეტაკების შესახებ ინფორმაცია ერთბაშად არ დაუდასტურებია პალესტინის ანკლავის ღაზის სექტორის ხელმძღვანელობას, რომელიც დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებით არის დაკომპლექტებული.

ადგილობრივი პალესტინური მედიის ცნობით, ღაზის სექტორის სამხრეთ სასაზღვრო კედელს სამი-ოთხი კაცი მიუახლოვდა.

2018 წლის მარტიდან ისრაელ-ღაზის ფრონტის ხაზზე "ჰამასის" ორგანიზებით ყოველკვირეულად ეწყობა საპროტესტო აქციები, რომელიც მიმართულია იმ მძიმე მდგომარეობის შემდეგ, რაც ისრაელ-ეგვიპტის 12 წლიანი ბლოკადის გამოა შექმნილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG