Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

საქართველოს მთავრი პროკურატურა „რუსთავი 2“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის 80 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. ამის შესახებ სასამართლოს სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.

ნიკა გვარამიას თქმით, ის არ დათანხმდება არანაირი აღკვეთის ღონისძიებას, გარდა პატიმრობისა. როგორც ის ამბობს, არ აპირებს გადაიხადოს გირაო და ასევე არ დაემორჩილება შინაპატიმრობის წესებს და პროკურატურას მისი დაპატიმრება მოუწევს.

პროცესს უძღვება მოსამართლე გიორგი კერატიშვილი.

რუსთავი2“ - ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს "საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“. ნიკა გვარამია ამ ბრალდებას უწოდებს "პოლიტიკურ ანგარიშსწორებას" ხელისუფლების და პირადად ბიძია ივანიშვილის მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG