Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამიას პროცესზე გამოცხადდა შესვენება


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა შესვენება გამოაცხადა.

პროცესზე, რომელიც სამ საათზე მეტი გრძელდებოდა, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა პროკურორების - ზვიად გუბელაძის და ვანო ოქროპირიძის აცილება მოითხოვა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, პროკურორები არიან აგრესიულები და მათთან კომუნიკაცია შეუძლებელია.

ამასთან, გვარამიამ მათ „მატყუარები" უწოდა.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ნიკა გვარამიას აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლო „რუსთავი 2“ - ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG