Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში აქციაზე დაკავებულ დარია სოსნოვსკაიას ქალა-ტვინის ტრავმა აღმოაჩნდა


დარია სოსნოვსკაიას, რომელსაც 10 აგვისტოს საპროტესტო აქციის დროს პოლიციელმა მუცელში ხელ ჩაარტყა, დიაგნოსტიკური შემოწმების შედეგად ექიმებმა ქალა-ტვინის ტრავმა და ტვინის შერყევა დაუდგინეს. ამის შესახებ „უფლების ზონაში“ ადვოკატმა ტატიანმა მოლოკანოვმა განაცხადა.

სოსნოვსკაიამ შემოწმების შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა.

შაბათის აქციაზე მოსკოვში სოსნოვსკაიას ერთ-ერთმა ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ხელი ჩაარტყა.

მოგვიანებით ავტოვზაკთან მას თავშიც ჩაარტყეს. სოსნოვსკაიამ საჩივარი შეიტანა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში პოლიციის თანამშრომლის სისხლის სამართალში მიცემის მოთხოვნით.

თავის მხრივ 14 აგვისტოს დანიშნულია სასამართლო სხდომა დარია სოსნოვსკაიას საქმეზე, რომელიც ბრალდებულია მიტინგის ჩატარების წესების დარღვევისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG