Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"TV პირველის" მაუწყებლობა კვლავ შეფერხებულია


კიბერშეტევის გამო ტელეკომპანია „პირველი“ ჯერჯერობით კვლავ ვერ ახერხებს სრულფასოვანი მაუწყებლობის აღდგენას.

ტელეკომპანიის ცენტრალურ სერვერზე კიბერშეტევა 13 აგვისტოს, გამთენიისას განხორციელდა. არხი პირდაპირ ეთერში მხოლოდ სტუდიიდან მაუწყებლობს. ჯერჯერობით შეუძლებელია მაყურებლისთვის სტუდიის გარეთ ჩაწერილი ვიდეომასალების ჩვენება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ მთავარ სერვერზე კიბერთავდასხმა განხორციელდა ე.წ. კრიპტოვირუსის გამოყენებით.

„პირველზე“ კიბერშეტევის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 13 აგვისტოს, სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა ტელეკომპანიიდან მთავარი სერვერი წაიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG