Accessibility links

20-21 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებულებისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხი გაურკვეველია


20-21 ივნისის აქციის დროს დაშავებული

თბილისში, 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის დროს დაშავებულებისთვის კომპენსაციის გადახდის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში უთხრეს, რომ კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.

„კომპენსაციების გაცემის საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო პრაქტიკით. კონკრეტულად, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულთა შესაძლო კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტა კი დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე, როგორც დაშავებულ პირთა მიერ მიღებული დაზიანების ხარისხზე, ასევე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების დასრულებაზე, რომელმაც უნდა გამოკვეთოს კონკრეტული გარემოებები. შესაბამისად, ამ პროცესის დასრულებამდე საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია“ - აცხადებენ სამინისტროში.

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენების დროს ყველა დაშავებულს - აქციის მონაწილეს და პოლიციელს გაუწიეს და დაუფინანსეს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და რამდენიმე მოქალაქეს დაუფინანსდა საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯები.

„ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაც მოხდეს როგორც მოქმედი კანონმდებლობის და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ასევე, ჩვენ მიერ გაცხადებული ჰუმანური და მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკის შესაბამისად,“- აცხადებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.

20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას სულ მცირე 240 ადამიანი დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG