Accessibility links

site logo site logo

ბაკურიანის ახალ საბაგიროებს „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ ააშენებს


საქართველომ ხელშეკრულება გააფორმა მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან, ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან,“ რომელიც ბაკურიანში სამ ახალ საბაგიროს ააშენებს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონია ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი მხრიდან, რადგან როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი კურორტების განვითარებაზე, აუცილებლად გვექნება უმაღლესი თამასა და ვითანამშრომლებთ მხოლოდ მსგავსი რანგისა და ხარისხის კომპანიებთან“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც კონტრაქტის ხელმოწერას დაესწრო.

ბახტაძის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება ნიშნავს მეტ ტურისტს და მეტ სამუშაო ადგილს ბაკურიანში და ამავე დროს, საქართველოს, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყნის მეტ ცნობადობას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, საქართველოს აქვს კიდევ უფრო ამბიციური ამოცანა, 2025 წელს უმასპინძლოს ახალგაზრდულ ოლიმპიადას ზამთრის სახეობებში.

ეკონომიკის და მდგრადი განვოთარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ბაკურიანში იგეგმება სასრიალო ტრასების შემდგომი განვითარება, ბიატლონის ინფრასტრუქტურის მოწყობა, ყინულის დარბაზების მშენებლობა და ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურის აღდგენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG